#ახალიდღე ეკლექტური ექსპოზიცია „კაჭო“

13:46, 25.03.2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი ომარ და მანანა კაჭკაჭიშვილების გამოფენას წარმოგიდგენთ. ომარ კაჭკაჭიშვილის ნამუშევრები ძირითადად თბილისურ მოტივებზეა შექმნილი, თუმცა მხატვარი რამდენიმე მიმართულებით მუშაობდა, სწორედ ამიტომ ექსპოზიცია მის თემატურ ნამუშევრებსაც მოიცავს. პროფესიით არქეოლოგის, მანანა კაჭკაჭიშვილის მხატვრობაში კი თბილისურ მოტივებთან ერთად, მკვეთრად იგრძნობა აღმოსავლური გავლენაც. გამოფენა 30 მარტამდე გაგრძელდება.

ავტორები: მარიამ ფირცხალავა, ლაშა ხომასურიძე, გიგა კიტია.

ახალი დღე

 

მსგავსი