ახალი წლის მილოცვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ახალი წლის ღამეს ასრულებენ, შობა-ახალი წელი მიულოცა.

ოთარ შამუგია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსებთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს და გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზების და ტელეკომუნიკაციის სამმართველოს თანამშრომლებს, მათ სამუშაო გარემოში ესტუმრა, ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ტკბილეული გადასცა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღმოფხვრისა და ასევე პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ, 24-საათიან პატრულირებას ახორციელებენ. ასევე მყისიერ რეაგირებას ახდენენ სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზების და ტელეკომუნიკაციის სამმართველოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ მიმდინარე ამინდის პროგნოზის უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში მომზადებას, გავრცელებას, დამუშავებული მონაცემების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებას და საპროგნოზო ინფორმაციის შესაბამისი უწყებებისთვის დროულ მიწოდებას.