ახალი წლის დღეები რეგიონებში

საქართველოს რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. დღეს ადგილობრივებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობა ასპინძაში, ქარელსა და თეთრიწყაროში გაიმართა. დამონტაჟდა სცენა და მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც მეწარმეების პროდუქტები გამოიფინა. პატარების განწყობაზე სანტა კლაუსმა იზრუნა. დღევანდელი საღამო რეგიონებში კონცერტებით დასრულდება, რომელშიც ქართველი შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას.