ახალი წლის დღეები ხარაგაულში

ხარაგაულში საახალწლო სამზადისი დასასრულს უახლოვდება. სოლომონ მეფის ქუჩაზე უკვე მოეწყო ჯიხურები, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები გაიყიდება. ტერიტორიაზე ასევე მზად არის საბავშვო სივრცეები, თოვლის ბაბუას სახლი და ფოტოგადასაღები სტენდები. დღის მანძილზე იგეგმება საკარნავალო მსვლელობა და გასართობი წარმოდგენები, ხოლო დღის ბოლოს, ქართული ესტრადის წარმომადგენელთა მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება, რა დროსაც ხარაგაულის მთავარი ნაძვის ხე აინთება.