ახალი ვალდებულება კომპანიებისთვის

ვალდებულება, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული.

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით დასაქმებულის სამუშაო პირობები და უსაფრთხოების სტანდარტები უმჯობესდება. საუბარია არა მხოლოდ მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე, არამედ ყველა ტიპის ორგანიზაციაზე. კანონში შესული ცვლილებების გამო დამსაქმებლებს საკუთარი ინფრასტრუქტურის გამართვა მოუწევთ. დარღვევების შემთხვევაში ჯარიმებიც არის გათვალისწინებული.