ახალი ტრენინგ ცენტრი

15:27, 04.11.2026

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ტრენინგ ცენტრი გახსნა. მიზანი სტატისტიკის სფეროში ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებაა.

ცენტრში პერიოდულად ჩატარდება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები, მათ შორის: ინფლაციის სტატისტიკის, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების, საგარეო ვაჭრობის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის მიმართულებებით. მონაწილეები მიიღებენ მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას. პირველი ტრენინგი 16 ნოემბერს ჩატარდება თემაზე – „ინფლაცია და ფასების სტატისტიკა“.

მსგავსი