ახალი ტექნოლოგიური ცენტრი

12:28, 04.09.2025

„მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი“ გაიხსნა. დაწესებულება იმუშავებს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე.

ადგილზე უახლესი სამეცნიერო აპარატურის გამოყენებით შესაძლებელი იქნება ინოვაციური ბიოსამედიცინო კვლევების მხარდაჭერა, კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, ასევე კვლევითი კომპონენტების მიმართულებით გაძლიერდება უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამები. განათლების მინისტრის თქმით, ცენტრს აქვს პოტენციალი, რეგიონული ჰაბის ფუნქცია შეითავსოს.

მსგავსი