ახალი ტექნიკა სამაშველო სამსახურს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, 27 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის სამაშველო ავტოტექნიკა შეემატა.

Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა დაქვემდებარებულ დანაყოფში გადანაწილდება. ავტომანქანები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის. ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა დაათვალიერა.