ახალი სკვერები დიღომში

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში ოთხი მოსასვენებელი სივრცე მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა. დემონტაჟი ჩაუტარდა 30 ავტოფარეხს, რის შემდეგაც მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, საბავშვო სივრცეები, განთავსდა საპარკო ავეჯი. პროექტის ფარგლებში ასევე გაკეთდა მაგიდის ჩოგბურთის სივრცე და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 628 ათასი ლარია.