ვაზისუბნის დასახლებას ოთხი ახალი სკვერი შეემატა. სამუშაოების ფარგლებში, რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა და გამწვანდა ტერიტორია. ოთხივე სკვერის სამუშაოებისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 7 500 000 ლარი დაიხარჯა.