ახალი სასწავლო წლის დაწყება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

15:13, 15.09.2025

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღინიშნა სასწავლებლის 15 წლის იუბილეც. პირველკურსელმა კადეტებმა წაიკითხეს „კადეტთა მრწამსი“. პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ლიცეუმში მოსწავლეები კონკურსის წესით მიიღებიან. მოსწავლეებმა, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და ჩააბარონ გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე ახალი ყაზარმის მშენებლობა მიმდინარეობს.

მსგავსი