ახალი სარეკრეაციო და საგანმანათლებლო სივრცე

18:32, 04.08.2026

თბილისის სიახლოვეს მდებარე თბილისის ეროვნულ პარკში, ახალი სარეკრეაციო და ეკო-საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. პროექტის ფარგლებში, უნიკალური, საბადურის ტყის ტერიტორიაზე, 50 კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ვიზიტორთა ცენტრი, ფანჩატურები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ამფითეატრი, საავტომობილო და ველო პარკინგები მოეწყო. პროექტის მიზანი, თბილისის ეროვნული პარკის ეკოტურისტული მიმართულებით განვითარება და ვიზიტორებისთვის დასვენებისა და განტვირთვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა.

მსგავსი