„ახალი საქართველოს“ წევრი გამოძიების კითხვებს პასუხობს

მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

უკვე სამ საათზე მეტია გამოძიების კითხვებს პარტია „ახალი საქართველოს“ წევრი გიორგი მაჭარაშვილი პასუხობს.

გამოკითხვაზე შესვლამდე მან თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოხვდა პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში.

მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული პარტიის კიდევ ერთი წევრი ლაშა დიაროვი, რომლის თქმით, მონაცემების შესაძლო გაყალბების ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს და სიების მომზადებისას მხოლოდ ტექნიკური საკითხებით იყო დაკავებული.