ახალი სახლები სოციალურად დაუცველებისთვის

ზუგდიდში, მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი 19 ოჯახისთვის ახალი სახლები აშენდება. 16 მათგანის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, სამის მშენებლობაზე კი ტენდერია გამოცხადებული. სოციალური სახლები ახალი დიზაინით შენდება. განახლებული პროექტით გაზრდილია გაბარიტული ზომები, მიერთებულია კომუნიკაციები.

ზუგდიდში მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამა 2015 წელს დაიწყო, დღემდე უკვე აშენდა 141 სოციალური სახლი.