ახალი საკანონმდებლო ინიციატივები – პოლიტიკური შეფასებები

21:26, 19.02.2025

ისევ ურთიერთბრალდებების მიზეზია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები.

გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ითვალისწინებს, პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დაინიცირდება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც ამერიკულ „ფარას“ ანალოგის ქართულ რეალობაში გადმოტანას გულისხმობს. ორივე ინიციატივას მმართველ გუნდში ეროვნული ინტერესების დაცვის და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის არგუმენტით ამყარებენ, ხელისუფლების ოპონენტები კი დაანონსებულ ცვლილებებს რეპრესიების ახალ ტალღად მიიჩნევენ.

მსგავსი