ახალი საკანონმდებლო ცვლილებები – რეაქცია ბრიუსელიდან
ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან თავისუფალი სიტყვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის ჩახშობის მცდელობად შეფასებული საკანონმდებლო ცვლილებები, შეშფოთების საფუძველი ხდება ევროკავშირში.
მუქარის შემცველი გზავნილები ისმის ბრიუსელიდან, სადაც დაგეგმილი ცვლილებები ფუნდამენტური თავისუფლებების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ცხადდება. მესამე სექტორის მხარდამჭერი განცხადებების პარალელურად, მარტა კოსი და კაია კალასი კანონპროექტის ავტორების წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებსაც აანონსებენ. არც თუ ისე შორეულ წარსულში, საქართველოში, მესამე სექტორის დაფინანსების გზების ძიებაზე ევროპელი ლიდერების განცხადებების გათვალისწინებით, ბრიუსელის მწვავე რიტორიკა არ უკვირთ მმართველ გუნდში. უფრო მეტიც ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციებს „ქართული ოცნება“ დაანონსებული ცვლილებების აუცილებლობის დადასტურებად განიხილავს. ოფიციალური თბილისის პოზიცია ასეთია, ქვეყანაში გაუმჭვირვალე ფინანსების შემოდინებისთვის, შავი ხვრელები არ უნდა დარჩეს.