ახალი საინვესტიციო სტრატეგია

როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მეტი ინვესტიცია, -სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის ამოქმედებას იწყებს.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ექსპერტების ჩართულობით შესწავლილია 40-მდე დარგი, საიდანაც რამდენიმე პერსპექტიული მიმართულება გამოიკვეთა. ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სასტუმროები, – ქვეყნისთვის ტრადიციულ ამ სფეროებთან ერთად საუბარია ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზეც. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გზით მეტი ინვესტორის მოზიდვას ცდილობს ეკონომიკის სამინისტროც.