ახალი საგანმანათლებლო რესურსები

18:41, 05.03.2026

საგანმანათლებლო ინვენტარის უზრუნველყოფის მიზნით, ახალი შპს „საგანმანათლებლო რესურსები‘‘ იწყებს ფუნქციონირებას. მის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა განათლების მინისტრმა. განიხილეს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ითქვა რომ ახალ სტრუქტურულ ერთეულს, მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება სასკოლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებით საფეხურზე, I–VI კლასებში სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმა და სწორედ შპს „საგანმანათლებლო რესურსების‘‘ ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, მათი რეალიზაცია. ასევე, სკოლების მომარაგება ყველა საჭირო ინვენტარითა და რესურსით, მათ შორის, სახელმძღვანელოებითა და ლაბორატორიების აღჭურვილობით.

მსგავსი