ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა
ლილოს დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება. ამ ეტაპზე შენობის აღჭურვა, კეთილმოწყობა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ბაგა-ბაღი 12-ჯგუფიანია და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები და ატრაქციონები. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 5 მლნ 70 000 ლარამდე დაიხარჯება.