ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სამგორში

სამგორის რაიონში 28-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღის ძველი შენობა, საექსპერტო დასკვნის მიხედვით გამაგრებას არ ექვემდებარებოდა, რის გამოც მისი დემონტაჟი მოხდა. ახალი ბაღი 450-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად. პროექტის ღირებულება შვიდ-ნახევარი მილიონი ლარია. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.