ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გლდანში
გლდანის რაიონში N14 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო. საძირკველში სიმბოლური კაფსული თბილისის მერმა ჩადო. პროექტის მიხედვით, ახალი ბაღი რვა-ჯგუფიანი იქნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაგა-ბაღის შენობა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით აშენდება და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტით იქნება უზრუნველყოფილი. ამ ადგილზე წლების წინ ავარიული შენობა არსებობდა. რისი დემონტაჟიც მოხდა და მის ადგილზე უკვე ახალი საბავშვო ბაღი შენდება.