ახალი საბავშვო ბაღი თბილისში
ახალი ბაღი გაიხსნა თბილისში, ლილოს დასახლებაში. ის 12 ჯგუფზეა გათვლილი და 400-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება შეუძლია. შენობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის აშენებული და აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემებით. ახალმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელთა პირველი ნაკადი 15 სექტემბერს მიიღო.