ახალი საბავშვო ბაღი გუდაურში

გუდაურში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.  სააღმზრდელო დაწესებულება ერთ ჯგუფიანია და გათვლილია 35 აღსაზრდელზე. ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გუდაურს აქამდე არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი. ახალი დაწესებულების აშენების შედეგად გუდაურში დამატებითი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა. მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 ათასი ლარით დაფინანსდა, თუმცა მოგვიანებით დამატებით რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 223 ათასი ლარი გამოიყო, რაც დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მოასფალტებასა და ეზოს მოწყობას მოხმარდა. დასრულებული მშენებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.