ახალი საბავშვო ბაღი
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ მენჯში 100 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე აღჭურვილობით, ყველა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. მათ შორის, სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბავშვო ბაღს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს და ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს აღემატება. მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არის ჩართული ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამაში. ჯამში, პროგრამა ითვალისწინებს 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციას, საიდანაც პირველ ეტაპზე, 243 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. უკვე დასრულებულია 11 საბავშვო ბაღი – 2 ბაღის რეაბილიტაცია და 9 ახალი ბაღის მშენებლობა.