ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი

12:23, 29.08.2026

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული შენობების ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების საჭიროებებზე.

პროექტების ფარგლებში მოეწყობა სასწავლო, საძინებელი და სამზარეულო ოთახები, მოწესრიგდება შიდა და გარე სივრცეები, მათ შორის, ბაღების ეზოებში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი სათამაშო მოედნები.

ახალი საბავშვო ბაღები, ორივე სოფელში, ჯამში 150 აღსაზრდელს მოემსახურება.

მსგავსი