ახალი რეკრეაციული სივრცე 

18:42, 20.11.2025

ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიდევ ერთი რეკრეაციულ სივრცეს. ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე სკვერი 4 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყო. სრულად შეიცვალა საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, დასასვენებელი პავილიონი და საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 150 000 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი