პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის ახალი რეგულაცია მუშავდება. ამ თემასთან დაკავშირებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა, რეფორმის შემდეგი ეტაპია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ინიციატივის ფარგლებში, იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის სასმელის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება. საკითხის განხილვის ფარგლებში ყურადღება ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქტი მოიხმარება. საერთაშორისო კვლევებით სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რომელიც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.