ახალი რეგულაციები მიკრო ელექტროსადგურის მფლობელებისთვის

განახლებადი ენერგიის მიკროსიმძლავრის სადგურებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. გეგმაა, რომ მსგავსი ტიპის ობიექტებმა დენის ტრანზიტისთვის ქსელური ტარიფები გადაიხადონ, რისი ვალდებულებაც მანამდე არ ჰქონდათ. ნეტოაღრიცხვიდან ნეტოდარიცხვის სისტემაზე გადასვლა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციაა. ახალ მოდელზე გადასვლის კონკრეტულ მექანიზმებზე სემეკში მსჯელობა დაწყებულია – პოზიციების შესაჯერებლად მიმდინარეობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შესაბამისი სადგურების მფლობელები მარეგულირებელ კომისიას საკუთარ წინადადებებს სთავაზობენ.