ახალი რეგულაციები კლინიკებისთვის

ცვლილებებია მოსალოდნელი რეცეპტების სისტემაშიც.

ექიმებზე კონტროლი მკაცრდება, პაციენტის უფლებები კი იზრდება. ერთი და იმავე მოქმედების პრეპარატების მიღების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეს საშუალება ექნება, რომ ექიმის მიერ დანიშნული წამლები თავად გადაამოწმოს. ეს არის კონტროლის ახალი მექანიზმი, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალს სპეციალური ფუნქცია დაემატება.

მედიკოსები, რომლებსაც ყველაზე მეტი დარღვევა დაუფიქსირდებათ, ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან, რაც ყველასთვის საჯარო იქნება.