ახალი რეალობა მსოფლიოში

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა მსოფლიოში.

როგორ შეცვალა „კოვიდ-19“-მა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, – ჩვენი შემდეგი რეპორტაჟის რესპონდენტები საქართველოს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებში ცხოვრობენ. ევროპის ქალაქები, სადაც წლის ნებისმიერ დროს ტურისტების სიმრავლეა, ახლა დაცარიელებულია. ადგილობრივებს ქუჩაში გასვლის უფლებას მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აძლევენ. მოქალაქეების ნაწილი სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს, რაც ემიგრანტების ცხოვრებას ეკონომიკური კუთხით კიდევ უფრო ამძიმებს.