ახალი ქარხნის გახსნა

თბილისში „იტონგის“ ქარხანა გაიხსნა. მისი ინვესტიცია 55 მილიონ ლარს შეადგენს და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. ახალი ქარხნის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი დაესწრნენ. „იტონგი“ გერმანული ბრენდია, რომელიც სამშენებლო მასალას აწარმოებს. ახალი ქარხანა საქართველოში „აწარმოე საქართველოში„ პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება.