ომის მძიმე შედეგები, დევნილობა, ფეხით გავლილი ათეულობით კილომეტრი – აფხაზეთის ომზე კიდევ ერთი თეატრალიზებული წარმოდგენა მზადდება. მონაწილეებს შორის არის ადამიანი, რომელიც 1992-93 წლის მოვლენების თვითმხილველია. „გზა“ – ასეა დასათაურებული წარმოდგენა, რომლის მსვლელობისას მაყურებელი დოკუმენტურ მასალებსაც ნახავს.
პროექტის პრემიერა პოლონეთში უკვე შედგა, ახლა კი საქართველოს ისტორიის უმძიმეს ეპიზოდს ქორეოგრაფიული წარმოდგენის სახით ქართველი მაყურებელი იხილავს.
პრემიერა სოხუმის დრამატულ თეატრში 25 სექტემბერს გაიმართება.