ახალი პროექტი რუსთავის ისტორიის მუზეუმში
წარსულის დანახვა მოსმენით და ისტორიის აღქმა დეტალების შეგრძნებით – რუსთავის ისტორიული მუზეუმი პირველი სივრცეა, რომელიც უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის ადაპტირდა. აუდიო-აღწერა არის სპეციალიზებული სერვისი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს, ექსპონატებსა და სამუზეუმო სივრცეს ზუსტ, დეტალურ და მხატვრულ ვერბალურ ფორმად გარდაქმნის. ეს ინოვაცია კულტურულ მემკვიდრეობაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებლობას და ეხმარება მათ ხელოვნების სრულფასოვან აღქმასა და ემოციურ გააზრებაში. პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, ინიციატივა რუსთავში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები