ახალი პროექტები ანაკლიაში

პროკურატურის დღევანდელი განცხადების შემდეგ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კიდევ ერთხელ ახსენებს ანაკლიის პორტის პროექტს და მოსალოდნელ საფრთხეს. ანალოგიურ საშიშროებაზე და შესაძლო ფინანსურ პრობლემაზე მიანიშნებს ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელიც.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობა ზაფხულიდან უნდა დაიწყოს, რისთვისაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან 400 მილიონი დოლარის მოზიდვა უნდა მოხდეს. შემდეგ კი სახელმწიფო პროექტში 100 მილიონს ჩადებს.

მთავრობის ვალდებულებაა ანაკლიამდე გზის და რკინიგზის გაყვანაც.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, შეაფერხებს თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმე მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს, რომელშიც სწორედ „თიბისის“ დამფუძნებლები არიან ჩართული.