ახალი პოლიტიკური ძალა - შეფასებები

საპარლამენტო  უმრავლესობის ნაწილი ითხოვს, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა პარლამენტი და შესაბამისად, მანდატებიც დატოვონ. მათი განცხადებით, ეს ეს ადამიანები საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ რიგებიდან მოხვდნენ და მანდატებზე უარის თქმას მათ ეთიკა ავალდებულებთ. უმრავლესობიდან გუშინ წასული დეპუტატების პოზიცია კი, განსხვავებულია. ისინი ამბობენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებას მათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიაღწიეს, თუმცა ამის განმაპირობებელი მათი პიროვნული რეიტინგები იყო. დღეს მათ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც გააკეთეს კომენტარი და იმაზეც ისაუბრეს, არსებობენ თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები. ისინი მიიჩნევენ, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან, საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, რიგგარეშე არჩევნების საკითხი კი საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.

მოამბე

დატოვე კომენტარი