ახალი პარლამენტი და ოპოზიციის გეგმები

რა სამართლებრივი რეალობა შეიქმნება მეათე მოწვევის პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ  ბარიერგადალახული პარტიები ცესკო-ს სიების განულების მოთხოვნით მიმართავენ, შემდეგ კი პარლამენტში მათი დეპუტატები მანდატზე ოფიციალურად იტყვიან უარს. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში პარლამეტში მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი დარჩება, რაც პოლიტიკურად ერთპარტიულ პარლამენტს ნიშნავს. როგორი კონფიგურაცია გვაქვს მე-10 მოწვევის პარლამენტში ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით და ერთიანია თუ არა ოპოზიცია ამ სამართლებრივი ბერკეტის ამოქმედებას – პოლიტიკოსებს თამარ წიკლაური ესაუბრა.