ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება

საქართველოს ახალი პრემიერი და მთავრობა ორშაბათს ეყოლება. მთავრობის ფორმირება და დამტკიცება დაჩქარებული წესით მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილისა და მინისტრობის კანდიდატურები პარლამენტში დღეს 18 საათზე ჩანიშნულ ბიუროს სხდომაზე შევა. სამთავრობო პროგრამას დეპუტატები ხვალ და ზეგ, კომიტეტების გაერთიანებული სხდომებზე მოისმენენ, ორშაბათს კი, უკვე პლენარული სხდომა ჩაინიშნება. ნდობის მისაღებად მინისტრთა კაბინეტს, 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მმართველ გუნდში პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, პარტია „მოქალაქეები“ ღარიბაშვილის მხარდაჭერას არ აპირებენ, „ევროპელი სოციალისტები“ კი, მის მხარდაჭერას გეგმავენ.

მოამბე