ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგურის, „კრწანისის“ მშენებლობა დასრულდა 

კომპანია „თელასმა“, ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგურის „კრწანისის“ მშენებლობა დაასრულა. ახალი ენერგოობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება, ელექტროენერგიით დედაქალაქის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ და სწრაფად განვითარებად რაიონებს უზრუნველყოფს, როგორიცაა ორთაჭალა და კრწანისი. ქვესადგურის მშენებლობა „თელასის“ 2024-2029 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დავალებით განხორციელდა. ინვესტიციის მოცულობამ 24 მილიონ ლარს გადააჭარბა.