ახალი კვლევა დმანისის აღმოჩენაზე

ახალი კვლევა დმანისის აღმოჩენაზე. „ადრეული ჰომოს პრიმიტიული ტვინი“ სტატია ამ სათაურით მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალ „საიენსში“ დაიბეჭდა. პუბლიკაციაში, რომელიც შვეიცარიის, საფრანგეთის, ისრაელის, ამერიკის, ინდონეზიისა და საქართველოს სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლების ავტორობით მომზადდა, საუბარია აფრიკაში, აზიასა და საქართველოში კერძოდ დმანისში ნაპოვნი ადრეული ჰომოს ტვინის აგებულების შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული ჰომოს ტვინები აფრიკიდან და დმანისიდან პრიმიტიულ, ადამიანის მსგავსი მაიმუნების შუბლის წილს ინარჩუნებენ. ხოლო აფრიკელ ჰომოს, რომელიც მილიონ-ნახევარ წელზე ახალგაზრდაა, ბევრად უფრო განვითარებული, თანამედროვე ადამიანის მსგავსი ტვინის აგებულება აქვს.