„ახალი კვირა“ – 6 სექტემბერი, 21:00
🔴 ბავშვებისთვის ფატალურად დასრულებული მგზავრობა ….
რატომ არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას მცირეწლოვნების უსაფრთხო მგზავრობას გზებზე?!
ბავშვის სიცოცხლის დამცავი სამგზავრო სავარძელი, ისევ კანონის მიღმა რჩება….
🔴 ნაყიდი მოძრავი და უძრავი ქონება, რომლითაც მფლობელები ვერ სარგებლობენ …
თაღლითობის მსხვერპლი მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე შეძენილ ქონებას უშედეგოდ ელოდებიან ..
რომელი კომპანიები ითვისებენ მომხმარებლის თანხებს ?!
რატომ მიმდინარეობს წლების განმავლობაში გამოძიება უშედეგოდ ?!
🔴 ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ორიგინალური ქალაქი ლისაბონი…
ალფამა, მორერია და ბიკა, კვარტლები სადაც სევდისა და მონატრების მუსიკა – ფადუ დაიბადა ..
გაიცანით ლეგენდარული ამალია როდრიგესის შვილიშვილი და დაათვალიერეთ მზისფერი ლისაბონის კოლორიტული უბნები ფადუს ვარსკვლავთან – ფაბია რებორდაოსთან ერთად
“ახალ კვირაში” პორტუგალიური დღიურების პირველი სერია ,,ფადუ როგორც ბედისწერა’’
🔴 12 წლის მარის საზაფხულო სამსახური ზღვის სანაპიროზე….
როგორ ირჩენს თავს საოციალურად დაუცველი დედა -შვილი ზაფხულში მოხარშული სიმინდით, ზამთარში კი ჯართის ჩაბარებით ?!
დედაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და მარის ბავშვური ოცნებები ….