ახალი კოვიდ-განყოფილება რესპუბლიკურ საავადმყოფოში

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა ახლად გახსნილი კოვიდ-განყოფილება დაათვალიერეს.

კლინიკა ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება. პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა. ამ ეტაპზე კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება. გარდა ამისა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დამატებით სამი ერთეული ჟანგბადის დანადგარი დაემატა.

დატოვე კომენტარი