ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები მსოფლიოში

კვლავ მაღალია ვირუსის გავრცელების ტემპი სომხეთში. ახალი კორონავირუსი  13 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 200-ზე მეტი პაციენტი.

ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, ქუჩაში პირბადის გარეშე არ გადაადგილდნენ. აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 323 ადამიანს დაუდასტურდა. სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 7 876 შემთხვევა, გარდაცვლილია 93 ადამიანი.

რუსეთში დაინფიცირდა კიდევ 8000-ზე მეტი ადამიანი. მხოლოდ მოსკოვში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსს 59 ადამიანი ემსხვერპლა.

შედარებით დასტაბილურდა ვითარება თურქეთში.  გამოვლინდა 989 ახალი შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. .

კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა ისრაელში.  ქვეყანამ შეზღუდვების შემსუბუქება შეაჩერა.  ახალი შემთხვევების ზრდას ხელისუფლება სკოლებს უკავშირებს, სადაც სასწავლო პროცესი მაისში აღდგა. ამჟამად კორონავირუსი ისრაელის სულ 17 863 ადამიანს აქვს დადასტურებული. 298 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი