ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 

კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი კერა ახლა იტალიაა.

ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, საიდანაც დაავადება გავრცელდა, კარანტინი გამოცხადდა. ტურისტებით სავსე ქალაქები ახლა ცარიელია, საავადმყოფოებში კი პაციენტების ნაკადი საათობრივად მატულობს. იზრდება ინფიცირებულთა რიცხვიც. დაავადებულებს შორის არიან ქვეყნის მაღალჩინოსნებიც. იტალიის ყველაზე ბნელი დრო, – ასე აფასებს არსებულ ვითარებას ქვეყნის პრემიერი, რომელიც მოსახლეობას სთხოვს, საგანგებო წესებს დაემორჩილონ.

ამ მომენტისთვის „კოვიდ-19“-ს 100-ზე მეტ ქვეყანაში ებრძვიან. მსოფლიო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსმა უკვე 3 892 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულია 111 354 მოქალაქე. იზრდება  გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც – განკურნებულთა რიცხვი 62 ათასს აჭარბებს