ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსი სულ 16 ადამიანს დაუდასტურდა.

მათ შორის ყველა უკვე გამოვლენილი კლასტერებიდანაა. ორი კი უცხო ქვეყანაში ყოფნას უკავშირდება. დღევანდელი ფაქტებიდან ექვსი ქობულეთის კლასტერიდანაა, რის გამოც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკია. ექვსივე იმ ადამიანის კონტაქტებიდანაა, რომელმაც ბათუმის კლინიკას სამი დღის წინ მუცლის ტკივილის სიმპტომით მიმართა.

მარტო ქობულეთის კლასტერთან 190-მდე კონტაქტი მოიძიეს. კონტაქტების ძიება ახლაც გრძელდება. პიკის პერიოდის მოახლოებასთან ერთად ზარების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია 112-ში. სწორედ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი ამისამართებს საეჭვო სიმპტომების პაციენტებს პირველად ჯანდაცვის რგოლთან.