ახალი კორონავირუსი - პრევენცია და სამოქმედო გეგმა 

15 ინფიცირებული და საეჭვო სიმპტომების მქონე ცხრა მოქალაქე, – ასეთია ბოლო მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით.

ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი. ბოლო ერთ დღეში დაავადება კიდევ ორ ადამიანს გამოუვლინდა. მათ შორის ერთი ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეა, რომელსაც იტალიელებთან ჰქონდა შეხება.

თუ ათდღიან სტატისტიკას შევაჯამებთ, ორი შემთხვევის გარდა, ინფიცირების ყველა ფაქტი სწორედ იტალიას უკავშირდება. რისკების და საფრთხეების ყოველდღიური ზრდის ფონზე მკაცრდება კონტროლი და წესდება ახალი შეზღუდვები.

„კოვიდ-19“-მა ცხოვრების ყოველდღიური რიტმი შეცვალა. კომპანიების ნაწილი დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. იზღუდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებიც.