ახალი კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

გარდაბნის რაიონი და ბაზრობები მაღალი რისკის ზონებად ცხადდება.

„კოვიდ-19“-ის ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი ისევ სოფელ უარაჯალარს უკავშირდება, რომელიც მეოთხე დღეა ჩაკეტილია. ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა ლილოს ბაზრობა, სადაც გარდაბანში მცხოვრებთა დიდი ნაწილია დასაქმებული. „პისიარ“-ტესტირებას ყველა მოვაჭრეს უკეთებენ. ბოლო ოთხ დღეში ჩატარებული 1 400-ზე მეტი ტესტიდან კორონავირუსი 11 შემთხვევაში გამოვლინდა. დღეს არსებულ ვითარებას ეპიდემიოლოგები საყურადღებოდ მიიჩნევენ. მზარდი რისკების გამო, ბაზრობების და ბაზრების კონტროლი მკაცრდება.

დატოვე კომენტარი