ახალი კორონავირუსი ჩინეთში

მსოფლიოს ათეულობით ქვეყანას ამოუცნობი ვირუსი აშფოთებს.

კორონავირუსი ჩინეთის პატარა პროვინციას გასცდა. დაინფიცირების შემთხვევები ტაილანდში, ტაივანში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა. ანუ იმ ქვეყნებში, სადაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან პირდაპირი ფრენებია. ვირუსი ფილტვების ანთებით რთულდება, ხშირია ლეტალური შემთხვევები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პრევენციული ზომების მისაღებად ემზადება, რისთვისაც უახლოეს დღეებში საგანგებო შეხვედრას გეგმავს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვირუსის ჩვენს ქვეყანაში გავრცელების საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. შესაბამისად, აეროპორტებში შეზღუდვები ჯერ არ მოქმედებს.