ახალი ხნულები საოკუპაციო ხაზთან

ოკუპირებულ ორჭოსანსა და ყარაფილასთან საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო სამუშაოები განაახლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს არსებული ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის განახლება.