ახალი კანონპროექტი

პირი, რომელიც ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენას ხელს შეუწყობს, სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება. პროექტის შინაარსი თამარ ხულორდავამ კოლეგებს იურიდიულ კომიტეტზე გააცნო.

დეპუტატები ითხოვენ, დადგინდეს, იქნება თუ არა განსხვავება მსგავსი დანაშაულის ხელშეწყობასა და ორგანიზებას შორის. წინადადების მომზადების მიზეზი, უკანონო მიგრაციის გაზრდილი სტატისტიკა გახდა, რომელიც უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის.