ახალი ინიციატივა – გამოხმაურებები

21:10, 07.02.2026

მოდელი გერმანული, ინიციატივა ქართული – კანონპროექტის ავტორი კი სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოლიტიკური განცხადება ჯერ საკანონმდებლო ინიციატივად, შემდეგ კი კანონად იქცევა, სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება კონსტიტუციური ორგანოს არაღიარება ან ამისკენ მოწოდება. კანონზე სამუშაოდ სახელმძღვანელო ევროპული, კონკრეტულად კი გერმანული კანონმდებლობა იქნება.

მმართველი გუნდი აპირებს, გონივრული ბალანსი იყოს უზრუნველყოფილი, ერთი მხრივ, კონსტიტუციური წესრიგის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრინციპების დაცვასა და, მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. სწორედ ამ კონსტიტუციური უფლების შესაძლო შეზღუდვაში ადანაშაულებენ მმართველ პარტიას ხელისუფლების ოპონენტები.

მსგავსი